ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:
“გააკეთა განცხადება” კი არა “განაცხადა”
ყველაზე მეტად ინგლისურის მცოდნეებისგან მიკვირს ეს აკაკი შანიძეობა და “ქართული ზმნა მოქნილია და ტევადი” არგუმენტი. ყველაზე მოქნილი, ტევადი, მდიდარი და ასე შემდეგ ენა ინგლისურია, მსოფლიოში საუკეთესო. ხოდა იქაც არსებობს ზმნა “განაცხადა” (ასობით ვარიანტი), მაგრამ იქაც ამბობენ გინდ კერძო საუბარში და გინდ მედიაში “განცხადება გააკეთა” (made a statement, ან კიდევ ასობით შესაძლო ვარიანტი). ასევეა “გაისროლა” და “განახორციელა გასროლა” და სხვა მრავალი. ქართულის მასწავლებლების მიერ ჩაკირულ გონებას ცოტა თუ შთავაგონებთ, რომ თანამედროვე სამეტყველო ენა ცოცხალი და განვითარებადი ორგანიზმია და მისი ამოცანა არა “მაღალი სტილი”, არამედ სწრაფი და გასაგები კომუნიკაციაა, კარგი იქნება. მით უფრო, თუ ორივე ვარიანტი გრამატიკულად სწორია და კრიტიკა საბჭოთა სკოლის ქართულის მასწავლებლის საკონტროლოს გასწორებისას წითელ ხაზს იქეთ გატანილ “სტ” (სტილისტურად არ ვარგაო, ანუ) არ ცდება. ბარბარიზმების ასიმილირება და ნეოლოგიზმების მიმართ მაღალი მიმღეობაც აუცილებელია ამავე მიზნით და ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა პროგრესის შეფერხებაა.
ps ფანჯარა და ბოქლომი ხო თავანკარა ქართულია სულ. ასეთივე ბარბარიზმები იყო და შეითვისა ენამ თავის დროზე. ან მაშინ გურამ პეტრიაშვილს რაღას დასცინოდით, თქვით ვიოლინოს ნაცვლად ყელფანდურა, ენის სრული სტერილურობისთვის.”

