ნიკა გვარამია: „პელეა კურიერი და ქედს ვიხრი მთელი გუნდის წინაშე“

ნიკა გვარამია: „პელეა კურიერი და ქედს ვიხრი მთელი გუნდის წინაშე“რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“რა ქნას მეტი ამ კურიერმა და რ2მა? სამარცხვინო ხელისუფლების მიერ ფარჩაკ პროვინციად ქცეული, ღატაკი ქვეყნის ტელევიზიაა და საერთაშორისო მასშტაბით მუშაობს და მსოფლიო დონის პროდუქტს ქმნის (BBC ჩვენი ექსკლუზივით გავიდა დღეს ეთერში).

მოკლედ, პელეა კურიერი და ქედს ვიხრი მთელი გუნდის წინაშე არა როგორც მათი ხელმძღვანელი, არამედ როგორც მათი მაყურებელი და გულშემატკივარი საქართველოს რიგითი მოქალაქე. რ2ია ერთადერთი დარჩენილი მაღალი ხარისხის ნიშანი ამ ბნელში და უკუნში. აბა თქვენ იცით ბიჭებო და გოგოებო
პერსონალურად შენ ჩემი უდიდესი სიყვარული, აღიარება და აპლოდისმენტები Nodar Meladze “- წერს ნიკა გვარამია.