პროკურატურის მიერ თიბისის საქმის გამოძიებას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:
”რასაც ახლა ივანიშვილი შვრება, ხაზარაძის და სხვა ფიგურანტების პროფესიული მკვლელობა ქვია. რა ინფორმაციასაც შეგნებულად გააჟონინა სუსის სააგენტოების მეშვეობით და პროკურატურის პრაქტიკულად დამადასტურებელი განცხადებებით, სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ უმძიმესად დაზიანდნენ ამ საქმის ყველა ფიგურანტი. ბანკირისთვის საკუთარი ბანკის გაქურდვის და ფულის გათეთრების დაბრალებას, მკვლელობის დაბრალება ჯობია. პირდაპირ ანადგურებს ამ ხალხს რეპუტაციულად და პროფესიულად. რატომ, მოგვიანებით დავწერ.”

