„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მეგობარი გრიპით გარდაეცვალა. ამის შესახებ გვარმია სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობარი გარდამეცვალა გრიპით. წარმოუდგენელი შოკია. 21-ე საუკუნეში გრიპით მოკვდა 41 წლის ჯანღონით სავსე გოგო. რა ვთქვა, არ ვიცი.
სრული კატასტროფა ხდება ქვეყანაში. გრიპის პანდემიაა, ფაქტიურად, და ხელისუფლება მხოლოდ ინფორმაციის დამალვითაა დაკავებული. ხალხი კი ამასობაში კვდება პანტაპუნტით.“

