ჩარგალში ცხოვრობს მელია, რომელიც საღამოობით დუქანში ვახშმობს. ცხოველის ფოტოებს ფეისბუქში ემზარ მჭედლური ავრცელებს.
„ჭკვიანი ფშაველი მელია, რომელიც ყოველ საღამოს უბედურსკის დუქანში ვახშმობს ხინკალითა და მწვადით,“ – წერს მჭედლური.
ამ პოსტმა ფეისბუქში დიდი ჟრიამული გამოიწვია.
”რა ძაან საყვარელი რამეა, მაგრამ უბედურსკის კიდე ეგ უნდა 😁😁”
”როგორ მისჩვევია ადამიანებს. აი, რა იცის საჭმელზე დახარბებამ!”
”ეტყობა ნისია მოგვარებული აქვს და რა ენაღვლება 😅😂”
”რა სახით დგას, დაუსხით რამე 😁”
”ქათმებსაც დაუმეგობრდება, როგორც ჩანს” – წერენ ფეისბუქში.

