თაკო ჩარკვიანი მელორ ვაჩნაძის “ბოტასების ქურდობას” გამოიძიებს

თაკო ჩარკვიანი მელორ ვაჩნაძის "ბოტასების ქურდობას" გამოიძიებსპუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებით, მისმა მეგობარმა მომწერა… რა და როგორ, ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა, მე ერთ რაღაცას შევპირდი და შევასრულებ  უეჭველად,  მე   ვემხრობი თუ არა პოლიტიკურად ვაჩნაძეს , ეს სულ სხვა თემაა (ცხადია არ ვემხრობი), მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, საიტზე  და სახელისუფლებო- საინფორმაციო საშუალებების, სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ამ ბიჭის “ბოტასების” ქურდობის  შესახებ  თუ ერთი პროცენტითაც კი, სიცრუეა  (რისი კვლევით და გამოძიებით დავკავდით უკვე!!!!) და თუ დადგინდა, რომ ეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მორიგი სიბინძურეა ( რადგან ტალახში და  ჭორების წუმპეში ჰყავთ უკვე ეს ქვეყანა) თუ არსებობს მტკიცებულება ამ  ქურდობის  ჩადენისა, თუ არა და ბოლომდე მივყვებით, რათა გამოვლენილი  იყოს წყარო ამ   მიზანმიმართული   ტალახისა, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად მომწონს თუ არა, ერთი  კონკრეტული პიროვნების პოზიცია, ჩემს სიცოცხლეში საკუთარი პრინციპებისთვის და ღირებულებებისთვის  არ მიღალატია, არც ახლა ვაპირებ, ასე, რომ ვითვალისწინებ, მელორ ვაჩნაძის მეგობრის თხოვნას და პირადად   ჩვენი გუნდით, ბოლომდე გამოვიძიებთ და ბოლომდე   მივყვებით ამ ამბავს!!!”- წერს თაკო ჩარკვიანი.

მხარე.გე