“თავი მოვიქექე და ტილი არ ჩამომვარდა?! დაეცა რვეულზე და ხვანცალებს)))” – რას იხსენებს დინა მირცხულავა

დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

“ბავშვობაში სულ ტილი მყავდა, ყოველთვის ბიჭურად მაჭრიდნენ ამის გამო თმას…)))*
დედაჩემი გაწამებული იყო.
ჩემ თავზე მატარებელს არ გადაუვლია ერთი, თორემ სხვა არაფერი მომკლებია – ნავთი და დოზანა, ძმარი და სოდა, საპნები სუ ნაირნაირი სიმყრალისა და ფერისა…..
ნუ მოკლედ 😃😃

ერთხელაც სკოლაში ქართულის საკონტროლო გვაქვს და ვწერ გამწარებული…
თავი მოვიქექე ერთ მომენტში და ტილი არ ჩამომვარდა ?! 😂
დაეცა რვეულზე და ხვანცალებს)))**
არიქა, გვერდზე მჯდომმა არა ნახოს მეთქი და იქვე დავაკალი😃
გაითხაპნა ეს ფურცელი, არადა თითქმის ვრჩები წერას….😔
ამოვხიე, სხვა გზა არაა…
– რა ქენიო? – გვერდითა მეკითხება.
– შემეშალა- მეთქი.
– აუუ, თავიდან რა გადამაწერინებსო.
– შენ არა, შენი სწორია მეთქი.
– როგორ ? შენგან ვიწერდიო.
– ვაიმე, შენი სწორია, სწორად იწერდი მეთქი…😃😃
კი არა, კი არა, კი არა და ამ გაწევ – გამოწევაში, მასწავლებელმა, მირცხულავა, გარეთ გაბრძანდიო…. 😂😂

იმ გვერდით მჯდომმა ხუთიანი მიიღო…
მართალია, ბოლოში აზრი აკლდა, მაგრამ მაინც ხუთი დაგიწერე, ლაყაფი მირცხულავა რას დაგასრულებინებდაო ?!- განუმარტა მასწავლებელმა…😬😬🤣😂🤦‍♀️”