თინა ხიდაშელმა კახა კალაძე შეაქო – “ეს არის ერთმნიშვნელოვნად კარგი შედეგი!”

თინა ხიდაშელმა კახა კალაძე შეაქო - "ეს არის ერთმნიშვნელოვნად კარგი შედეგი!"ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის აკრძალვას თინა ხიდაშელი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ეს არის ერთმნიშვნელოვნად კარგი შედეგი!
ორი რამ აკლია სრულყოფილებამდე:
1. მაინცდამაინც წივილ -კივილი არ უნდა ჭირდებოდეს ასეთ მარტივ თემებზე გადაწყვეტილებების მიღებას;
2. შეთანხმება ბიზნესმენთან რას გულისხმობს აუცილებლად უნდა გამხდარიყო საჯარო.
და კიდევ ერთხელ, შედეგი თავისთავად უკვე კარგია!”