”ჩემ 9 წლის ლიზის ვიღაც კაცი გადაეკიდა, დაემუქრა, რომ მის ფოტოებს სადღაც ატვირთავს”

”ჩემ 9 წლის ლიზის ვიღაც კაცი გადაეკიდა, დაემუქრა, რომ მის ფოტოებს სადღაც ატვირთავს”„გურამ შეროზიას ბლოგი“ საგანგაშო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც მიმოწერის სქრინიც ახლავს:

“ასე იწყება მიმოწერა ჩემს შვილსა და უცნობ ტიპს შორის…
ექვს საათიანი დაკითხვის და პოლიციაში ყურყუტის მერე ძალაგამოცლილი დავბრუნდი სახლში. ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა. გადავწყვიტე დავწერო, რათა ჩემი გამოცდილება სხვებისთვის მაგალითი იყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, მეც თუ დავდგებოდი ამ საფრთხის წინაშე.

მწერს ლიზი ფეისბუქზე, რომ ვიღაც კაცი გადაეკიდა, ემესიჯება და ემუქრება. შევვარდი მის ფეისბუქზე და ვხედავ ბავშვს უწყობს დაკითხვას, სთხოვს, რომ (ჩემთვის გაურკვეველო) თამაშიდან მესენჯერში გადაინაცვლონ და იქ გააგრძელონ მიმოწერა. ეკითხება სად ცხოვრობს, მარტოა თუ არა სახლში, ყავს თუ არა შეყვარებული, სად მუშაობს დედა.

არიგებს, რომ ჩუმად ემესიჯოს, არავის უთხრას და მესიჯები წაშალოს.

მას შემდეგ, რაც ბავშვმა აღარ მიწერა, დაემუქრა რომ თუ არ მიწერდა, მის ფოტოებს ,,სადღაც” ატვირთავდა. შოკში ჩავვარდი. მაშინვე განყოფილებაში წავედი. დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ამიტომ აღიძრა საქმე. ვინაობა დადგინდა.

ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ ნაწილობრივ მეც ვარ დამნაშავე. 9 წლის ბავშვს არ სჭირდება სოციალური ქსელი. გთხოვთ მკაცრად აკონტროლეთ თქვენი შვილები, გაუუქმეთ ფეისბუქი, მართლა არაფერში სჭირდებათ. ბავშვს რომ არ ეთქვა ჩემთვის, წარმოდგენაც არ მინდა სადამდე მივიდოდა საქმე. გამოძიების დამთავრებამდე ვერ ვუუქმებ ფეისბუქს. გთხოვთ გაფრთხილდით. სანამ ჩვენს კარებზეც არ დააკაკუნებს ხიფათი, ვერ ვგრძნობთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს.
ავტორი: ნე ნე ადმინი: უბატონო”- წერია გავრცელებულ სტატუსში.

”ჩემ 9 წლის ლიზის ვიღაც კაცი გადაეკიდა, დაემუქრა, რომ მის ფოტოებს სადღაც ატვირთავს”