შორენა სიხარულიძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:
”ეს ორშაბათი მძიმე არა, უფრო მეტი აღმოჩნდა, ამ აუტანელი, ბოროტი ქარით… დილიდან… საშინელი, საზარელი ამბავი _ ჩემს მეგობარს 21 წლის შვილი აღარ ყავს… ვერ სძლია დეპრესიას ამ საოცარმა ბიჭმა ( მასზე სხვა დროს… თუ საიდან და ვისი წყალობით დაემართა ეს დეპრესია, რომელიც აუტანელ ნიჰილიზმში გადაეზარდა, რამაც შეიწირა კიდეც მისი სიცოცხლე) და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა! გული დამეფლითა, დედამისის ხავილს და არამიწიერად გარინდებულ სახეს რომ ვუყურებდი….
… ყველაფერი გადადეთ და თქვენი შვილების მოწყენილი სახეები ჩვეულებრივ მოვლენად არ მიიჩნიოთ, მით უფრო, თუ ეს მოწყენილობა გახანგრძლივდა… თორემ აგერ, სულ ახლოს დაძრწის ეს საზარელი, საძულველი სიკვდილი და თუ ოდნავ ღია დახვდა სადმე სარკმელი, მიდის და ანადგურებს ყველაფერს… მზეს უბნელებს დედებს…. მეზიზღები, სიკვდილო! მძულხარ!!!!
P. S. ამ ტრაგედიის ფონზე, ჩემი დღეს დაკარგული ცალი საყურე რა მოსატანია… სიცოცხლის გარდა არც არაფერს აქვს ფასი! სხვა ყველაფერი უფასურია!!!!”

