“ჩემთვის მთავარია, ვინ იქნება ბავშვის დედა” – რატომ არ ქმნის ოჯახს ირაკლი მაქაცარია”

"ჩემთვის მთავარია, ვინ იქნება ბავშვის დედა" - რატომ არ ქმნის ოჯახს ირაკლი მაქაცარია"ქართველი ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია, უკრაინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს გასაკვირი საერთოდ არ არის, ის ჯერ სწორედ უკრაინელებმა გაიცნეს და ამის შემდეგ გახდა ცნობილი საქართველოში.

ირაკლი ამჯერად უკრაინული გამოცემის “VIVA”-ს გარეკანზე მოხვდა, სადაც უამრავ საინტერესო თემასთან ერთად, ქართველმა მამაკაცმა ოჯახის შექმნაზე ისაუბრა.

აღმოჩნდა, რომ ირაკლის ჯერჯერობით არ სურს ოჯახი შექმნას. რადგან მისი შესაფერისი გოგონა ვერ იპოვა.

“ვფიქრობ ამის გაკეთება უკვე დიდი ხნის წინ შემეძლო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება ბავშვის დედა. მინდა, რომ ჩემი ოჯახი მყარი, ნამდვილ გრძნობაზე დამყარებული იყოს და არა ისე, როგორც ხშირად ხდება ..

შეხვდნენ, მოეწონათ ერთმანეთი, შვილი გაუჩნდათ და დაშორდნენ.. ჩემთვის ეს მიუღებელია. ბავშვი სრულყოფილ ოჯახში უნდა გაიზარდოს, იცოდეს რა არის ურთიერთგაგება და პატივისცემა, ამის მაგალითი ჩემი მშობლები არიან და კარგად ვიცი, რა არის სწორი” – აღნიშნა მან.

რეიტინგი