ინტერნეტში ბათუმის სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

ინტერნეტში ბათუმის სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდასოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა. ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა კადრები ინტერნეტში უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
ბათუმის პოლიციაში ცოტა ხანში დაკითხვების სერია უნდა დაიწყოს. გავრცელებული ინფორმაციით უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა “ფეისბუქზე” იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საგამოძიებო ღონისძიებები.

ნიუპოსტი