სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი დავით სამხარაძე თბილისში უშუქობის პერიოდს იხსენებს:
„ერთხელ, მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ბედნიერი და დიდი აკუმულიატორი მოიტანა სახლში, ტელევიზორისთვის…
მაშინ, ბედნიერების ძეგლი არ იდგა თბილისში, ჯერ კიდევ..
ერთი კარის მეზობელი ქალი გვყვავდა, გაუთხოვარი, მარტოხელა და სულ ჩვენთან იჯდა ყოველ საღამოს…
(ნავთის ეკონომიას აკეთებდა და ჩვენთან თბებოდა)
მოკლედ, მამაჩემი სულ წუხდა ამაზე..
თავისუფლად ვერ გრძნობდა თავს… არადა მე გაქანებული ნევროზი მქონდა და მსიამოვნებდა ხალხმრავლობა სახლში… ამიტომ, მიხაროდა ხოლმე ამ ქალის მოსვლა…
ერთ დღეს, მოთმინების ყველა რესურსი რომ ამოეწურა მამაჩემს, ტანსაცმელი გაიხადა და ტრუსიკიანი წამოწვა დივანზე…
საღამოს ეს ქალი რომ შემოვიდა, ტიტანიკში როუზი რომ წევს დივანზე, ზუსტად ესეთ პოზაში დახვდა მამაჩემი…
თვალებით შორიდან მიესალმნენ ერთმანეთს და ეს ქალი სკამზე დაჯდა, ზურგშექცევით…
ეხლა, მამაჩემი ცდილობს, რომ მიიქციოს ამ ქალის ყურადღება და პოზებს იცვლის…
ჯერ მუცელზე წამოწვა, კახი კალაძეს რომ აქვს ფოტო ტრუსიკით, ზუსტად ესე…
მერე, კიმ კარდაშიანივით ააყუდა ფეხები კედელზე, მაგრამ ამ ქალს რეაქცია აქვს ნული…
ბოლოს, რომ გადალურჯდა მამაჩემი, მე დამიძახა;
მიდი შვილო, ადიალა მაინც გადამაფარე! ეს არსად წამსვლელი არ არის და გავიყინე ამის დედაც …“

