”რატომ მცემდი!” – რატომ სცემეს ლადო ბედუკაძე

”რატომ მცემდი!” - რატომ სცემეს ლადო ბედუკაძელადო ბედუკაძეს სცემეს – ციხის კადრების ავტორზე თავდასხმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა.

ცემას წინ უძღვოდა კონფლიქტი, რომლის დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, შემდეგი ფრაზით მიმართავდა:

“რატომ მცემდი!”

ბედუკაძე ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია და ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში გადის. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2