რეზო იუკურიძე – “რეზო მანველიძეს გაუკეთეს სტენტირება და 12 საათში გარდაიცვალა” – რა დაემართა ტელეიმედის რეჟისორს

რეზო იუკურიძე - "რეზო მანველიძეს გაუკეთეს სტენტირება და 12 საათში გარდაიცვალა" - რა დაემართა ტელეიმედის რეჟისორს„ეს ქვეყანა მართლა უპატრონო და ჩალითაა დახურული! რეზოს გავლენიანი პატრონი რომ ჰყოლოდა დღეს ცოცხალი თუ არა შინ მაინც იქნებოდა მისვენებული“ – წერს საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ტელეკომპანია იმედის რეჟისორის, რევაზ მანველიძის მეგობარი რეზო იუკურიძე.

გუშინ გამთენიისას ჩემს უახლოეს მეგობარს რეზო მანველიძეს დაეწყო ტკივილი გულ-მკერდის არეში… ნახევარ საათში სასწრაფომ გადაიყვანა ნიუ ჰოსპიტალში, სადაც გაუკეთეს სტენდირება (ოპერატორი შინიდან გამოიძახეს – ისე სასწრაფოს უნდა სცოდნოდა მორიგე ოპერატორი რომელ საავადმყოფოში დახვდებოდათ) . რეზო „წარმატებით“ ჩატარებული სტენდირების შემდეგ 12 საათზე გარდაიცვალა…

აქ უკვე ახალი „მოთამაშე“ სადაზღვევო კომპანია ჩაერთო საქმეში – და ბევრი რომ არ გავაგრძელო მიცვალებული ამ წუთამდე არ არის სახლში მისვენებული – ეს ქვეყანა მართლა უპატრონო და ჩალითაა დახურული! რეზოს გავლენიანი პატრონი რომ ჰყოლოდა დღეს ცოცხალი თუ არა შინ მაინც იქნებოდა მისვენებული – ვახ რა… გავარკვიე, სადაზღვევო პსპ ყოფილა და იქნებ გაგვარკვიოს რა ხდება…

დღეს, ცხრის ნახევარზე მოასვენეს რეზო სახლში…”