სალომე ლილუაშვილმა ნიკა გვარამიას დასცინა – “ქვეყნის მთავარი გურმანისგან დიდი კომპლიმენტი მივიღე”

სალომე ლილუაშვილმა ნიკა გვარამიას დასცინა - "ქვეყნის მთავარი გურმანისგან დიდი კომპლიმენტი მივიღე"ნიკა გვარამიას მიერ საქართველოს ვარსკვლავის ქაჯობად მოხსენიებას კომპანია ნოვა პროდაქშენზის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სალომე ლილუაშვილმა ასე უპასუხა:

“ქვეყნის მთავარი გურმანისგან, მთავარი მუსიკალური ექსპერტისა და მთავარი არხის დირექტორისგან დიდი კომპლიმენტი მივიღე “საქართველოს ვარსკვლავის” გაყიდვებთან დაკავშირებით. 😊 ❤️
დიახ, “ნოვა ფროდაქშენზი” კომერციული კომპანიაა. დიახ, ყველა ჩვენი პროექტი, რომელსაც სხვადასხვა არხზე ვაკეთებდით და ვაკეთებთ, ყველაზე გაყიდვადია. ფინანსური შედეგები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული- პროექტების ხარისხზე, ჩვენი კომპანიისადმი ნდობაზე და ბუნებრივია, ჩემს შესანიშნავ უნარებზეც. სალომე ლილუაშვილმა ნიკა გვარამიას დასცინა - "ქვეყნის მთავარი გურმანისგან დიდი კომპლიმენტი მივიღე")
დიახ, პირველი არხისთვის ჩვენმა კომპანიამ პრეცედენტი შექმნა მოულოდნელად მაღალი გაყიდვების თვალსაზრისით და ამით ნამდვილად ვამაყობთ.
ვამაყობთ იმითაც, რომ პროექტების “რუსთავი2”-დან “იმედზე” გაკეთების შემდეგ, გადაცემებში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების ღირებულება შევინარჩუნეთ და დიდი კონკურენციისა და ჩაკეტილი სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის პირობებში, გაყიდვების რეკორდულად მაღალი შედეგი დავდეთ.
რაც ეხება დაკოპირებას. მთავარი ოთახი, ემოციებისა თუ რეპეტიციის ოთახი, ინტერნეტოთახი და სხვა სახის კონტენტში ინტეგრირებული მომსახურება – ეს შოუს კომერციალიზებული ელემენტებია, რომელიც 11 წლის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის მიერ იქმნებოდა და მკვიდრდებოდა. ბოლოს, იმდენად მაღალი იყო მოთხოვნა, რომ დავამატეთ სრულიად ახალი, სტუმრების ოთახი, რომელიც კომერციულად ასევე გამართლებული იყო. ჰოდა, გაყიდვებისა და ბრენდირების სქემა სრულად გადაკოპირებული და უცვლელად შენარჩუნებულია “მხოლოდ ქართულსა” და სხვა პროექტებში. 🤷 😅
იგივე მოხდა პირველ არხზეც – მაღალი დაკვეთის გამო კიდევ ერთი, “მუსიკალური ექსპერტების ოთახი” გაჩნდა. 🙂 სულ მალე ახალ პროექტებს ვიწყებთ, ახალი კომერციული სქემებით. 😉
რაც ეხება პარტნიორ კომპანიებს – ვწუხვარ, რომ პირადი ანგარიშსწორების გამო, რ2-ის დირექტორმა თქვენი კომპანიების რეპუტაციას ზიანი მიაყენა.
კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის. 🙏💙”