10 ცალი კვერცხის გული ავთქვიფოთ 2 ჭიქა შაქართან ერთად გათეთრებამდე, დავუმატოთ 350 გრამი დარბილებული კარაქი. 3 სუფრის კოვზი თაფლი, სოდა–ძმრით, ვანილი, 6 ჭიქა ფქვილი, კარგად აურიეთ და მიღებული ცომი გავყოთ 3 ტოლ ნაწილად.
ცალკე ამოიყვანეთ 10 კვერცხის ცილა კარგად, დაუმატეთ 400 გრ შაქარი, ვანილი, მივიღებთ ბეზეს. ეს ბეზეც უნდა გაყოთ 3 ნაწილად.
ერთ ცომს გავაბრტყელებთ ცხიმწასმულ ტაფაზე და გადაუსმევთ ბეზეს, ერთად უნდა გამოვაცხოთ.
სამივე შემთხვევაში ასე გამოვაცხობთ ფირფიტას და ბეზეს ერთად.
ვაცხობთ 150 გრადუსზე, ზემოდან ბეზე ხრაშუნა უნდა იყოს.
კრემი-3 ცალი მოხარშული შედედებული რძე (”სგუშონი”) და კარგად ამოყვანილი 400 გრამი კარაქი, კრემს შეურიეთ მოხალული და დაჭრილი თხილი ან ნიგოზი,თუ გნებავთ ქიშმიშიც,შეგიძლიათ უბრალოდ მოაყაროთ კრემს ფენებს შორის,მე კრემში ვურევ.
ზემოდან მორთეთ სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ მოასხათ ალაგალაგ მინანქარი ან დამდნარი შოკოლადის ფილა 50 გრამ კარაქთან ერთად.