ზედა ეწერთან ემელის ჯიპი სატვირთოს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ზედა ეწერთან ემელის ჯიპი სატვირთოს დაეჯახა - 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდაზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ზედა ეწერთან სატვირთო ავტომობილი და ემელის მარკის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.