“50 წლამდე პაციენტს საოპერაციოდ ვამზადებთ, ანესთეზიოლოგის კითხვაზე ალერგიული ხომ არ არის, ამბობს, ექიმო, არ ვიცი დედაჩემს ვკითხავო“

"50 წლამდე პაციენტს საოპერაციოდ ვამზადებთ, ანესთეზიოლოგის კითხვაზე ალერგიული ხომ არ არის, ამბობს, ექიმო, არ ვიცი დედაჩემს ვკითხავო“დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ქირურგი გუგა ქაშიბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„პაციენტი 50 წლამდე, გაუპარსავი, თვალებბრიალა, მოსაჭიდყურებიანი მამაკაცი. ვამზადებთ საოპერაციოდ

ანესთეზიოლოგის კითხვაზე ალერგიული ხო არ იყო? შეიშმუშნა წყნარად ამოხედა ლოგინიდან და იკითხა, ექიმო, არ ვიცი დედაჩემს ვკითხავო.

ალერგიული არ აღმოჩნდა ოპერაციამ.კარგად ჩაიარა” – წერს ექიმი.