ჩინელ ტურისტს მესტიელმა მასპინძელმა სასტუმროში დარჩენილი თანხა დაუბრუნა

ჩინელ ტურისტს მესტიელმა მასპინძელმა სასტუმროში დარჩენილი თანხა დაუბრუნაჩინელ ტურისტ გოგოს მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში თანხა დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “გურია Tv” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს მფლობელი, მზიური ჯაფარიძე გოგონას დაუკავშირდა და თანხის შესახებ აცნობა.

“ეს ის თანხაა, რომელიც ჩინელ ტურისტ გოგონას მესტიაში დარჩა.
საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარიძემ გოგონასთან დაკავშირება მოახერხა და თანხის შესახებ აცნობა.

მთელი გზა ტიროდა თურმე, მაშინ ხვალ დავბრუნდებიო, ტელეფონში მითხრა და ველოდები” – ამბობს მესტიელი ქალბატონი, რომელიც სვანეთში ასული ტურისტებისთვის, უკვე წლებია, ერთ – ერთი ყველაზე საყვარელი მასპინძელია” – წერს ტელეკომპანია “გურია tv” ფეისბუქის გვერდზე.