ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე კვლავ მიუთითებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ცე ჰეპატიტის კონფერენციაზე – ამ წუთებში – სწრაფი ტესტებით სკრინინგის პირველ ეტაპზე საშუალოდ 30% ცრუ პოზიტიური დადებითი შედეგებია, ანუ ყოველ მესამეს ვინც ანალიზს აიღებს არასწორად ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, ცე-ჰეპატიტი აქვს და შემდეგ ერთი კვირა მაინც ელოდება გადამოწმების შედეგს, როცა ეტყვიან, რომ არაფერი ჭირს – წარმოიდგინეთ რა განცდებშია ეს ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში – ხომ არ გადადო ოჯახის წევრებს ვირუსი, თქვას კი საერთოდ ანალიზის შედეგი-არ თქვას…შედეგი კი ის არის, რომ ხალხი ძალიან პასიურობს პროგრამაში ჩასართველად, რა გასაკვირია ვინც ჩაერთო ისინი ხომ ეტყვიან ყველას ირგვლივ – არ მიხვიდეთ, ტყუილად ნერვებს დაგაწყვეტენო… აშკარად უფრო მეტი კონტროლია საჭირო სწრაფი ტესტების ხარისხზე სახელმწიფო შესყიდვებისას. სამწუხაროდ ამჟამად გამოცხადებულ ტენდერში – მაგალითად შიდსის ტესტებზე, სენსიტიურობისა და სპეციფიურობის მოთხოვნა, რაც ტესტის ხარისხს განსაზღვრავს საერთოდ მოხსნილია – მიზეზი რა არის? – კომპანიები დაობენ 100%-იანი ხარისხის ტესტები ყველას არ გვაქვსო, ” – წერს გოგიჩაიშვილი.

