“ბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე…” – ნიკა მელია მამუკა ხაზარაძეს

"ბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე..." - ნიკა მელია მამუკა ხაზარაძესბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე – გაძალებთ იმის თქმას და დაწერას, რასაც ფიქრობთ – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, რომ ის დღესაც მოაწერდა იმ წერილს ხელს, რომელიც არჩევნების წინ გამოაქვეყნა.

“მოდი ახლა და გაიგე, რასაც თქვენ ამბობთ, ამას ისევ გაძალებენ თუ თვითონაც ასე ფიქრობთ და უბრალოდ დესერტად გაძალებენ.

ჰიპოთეტური საფრთხე გაშინებთ – აი, საააკაშვილი რომ საქართველოში დაბრუნდება და ‘გაგაკულაკებთ‘ მაგის გეშინიათ და ბიძინამ რომ უკვე გაგაკულაკათ, ამის სულაც არ გეშინიათ’ – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.