ბორჯომში პუტინის სუვენირებს ყიდიან – ”რუსი ტურისტები არ უნდა ვასიამოვნოთ?”

ბორჯომში პუტინის სუვენირებს ყიდიან - ”რუსი ტურისტები არ უნდა ვასიამოვნოთ?”ანა მაცაბერიძემ ფეისბუქში დაწერა:

”ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში კვირას. როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე,ასეთ სუვენირებს რატომ ყიდით,სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა თქო,იცით რა მიპასუხეს? ასეთ ახალგაზრდა გოგოს ეს საკითხი არ უნდა გაღელვებდეს და არც უნდა ბრაზდებოდეო. რუსი ტურისტები რომ მოდიან,არ უნდა ვასიამოვნოთო? მაშინ საერთოდ რაღას ჩამოდიანო. ერთმა ქალმა მითხრა: შვილო,მე სომეხი ვარ,მაგრამ აზერები ძალიან მიყვარს,ეს მხოლოდ პოლიტიკააო. რუსებზე მეტად საქართველო არავის უყვარსო. როცა ხურვალეთი და ზოგადად,ოკუპაცია ვუხსენე,ერთმანეთს ირონიულად გადახედეს და ჩაილაპარაკეს “ბიჭო,გაიგე ხურვალეთში რა ამბები ყოფილაო?” კიდევ მითხრეს,შენნაირი ახალგაზრდა ამ თემაზე არ უნდა ბრაზდებოდე,ეს ხომ მხოლოდ მარკეტინგული გათვლააო.”

ამ პოსტს ფეისბუქში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

”გადაშენდეს ეს იმბეცილი თაობა დროზე რაა:(((”

”უვიცები და უგნურები”

”ვიყიდდი და ცხვირწინ დავულეწავდი”

”გედევანას უფრო დიდი საქმეები აქვს მოსაგვარებელი”

”ჩვეულებრივი მანქურთები არიან სხვა არაფერი.. ხალხმა სამშობლოს შეგრძნება დაკარგა” – წერენ ფეისბუქში.

ბორჯომში პუტინის სუვენირებს ყიდიან - ”რუსი ტურისტები არ უნდა ვასიამოვნოთ?”