ჩერგოლეიშვილი – „სააკაშვილის მთავარი პარტიული საყრდენი – “რუსთავი ორია”

ჩერგოლეიშვილი -  „სააკაშვილის მთავარი პარტიული საყრდენი – “რუსთავი ორია”თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მშვენიერი ამბავია – ამას ვიძახდით ორი წლის წინ, მოღალატეებად რომ შეგვრაცხა და პარტია დაშალა.

ახლა ენმ-ისგან ნომრის გარდა აღარაფერია დარჩენილი, სააკაშვილის მთავარი პარტიული საყრდენი – “რუსთავი ორია”. ამიტომ იოლად დათმო. მაგრამ, თუ “რუსთავი ორის” სარედაქციო პოლიტიკასაც დაეტყობა სააკაშვილის ჩაწევა – მხოლოდ მივესალმები (სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მაინც). აი, ეს ნამდვილად გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს.

P.S. ძალისხმევას დაგიზოგავთ და აქვე დავურთავ ეუთო-ს დასკვნას არჩევნებზე.

მთავარი მედიების პარტიულმა მიკერძოებამ ამომრჩეველს არ მისცა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა – შავით თეთრზე წერია.

ასე რომ ეუთოს ეკამათეთ“.