გიგი უგულავა – “გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი”

გიგი უგულავა - "გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი"„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს ეხმიანება და სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც უგულავა წერს, დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა.

„ჩვენვე, საქართველომ, გამოვკვეთეთ საერთო წესი ჩვენი მმართველებისთვის – სიკვდილი, მარტოობა, დევნილობა. დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის ამ წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა. ამას არ/ ვერ ვაკეთებთ დღეს. მაშინ მივულოცოთ მას და მოვრჩეთ სიყალბეს. გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი“, – წერს გიგი უგულავა.

იპნ