ირაკლი ოქრუაშვილი – „ბიძინას რომ თავში ჭკუა ჰქონდეს, საგარეო საქმეთა მინისტრად მეუფე იაკობი ან დემნა გვასალია უნდა დაენიშნა“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ბიძინას რომ თავში ჭკუა ჰქონდეს, საგარეო საქმეთა მინისტრად მეუფე იაკობი ან დემნა გვასალია უნდა დაენიშნა“თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მეუფე იაკობის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მეუფე იაკობი ყოფილა ჭეშმარიტი მემკვიდრე და გამგრძელებელი სულხან-საბა ორბელიანის დაწყებული საქმისა. ქვეყნის საგარეო ინტერესებზე დამაშვრალმა აგერ უკვე მეათე წყვილი ქალამანი გაცვითა ვაშინგტონში სიარულით.

როგორ აქამდე არავის არ მოგვივიდა თავში ეს გენიალური აზრი: როცა მიგვიღებთ ნატოში მაშინ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიასო.

ესე მგონია, საღამოობით, ღმერთი კაცობრიობის ცოდვებისაგან გადაღლილი, რომ ჩამოჯდება დასასვენებლად, ტელევიზორში საქართველოს ახალ ამბებს ჩართავს ხოლმე და ჩვენი ტინგიცობით გამოწვეული სიცილით იღებს განტვირთვას.

ბიძინას, რომ თავში ჭკუა ჰქონდეს საგარეო საქმეთა მინისტრად ზალკალიანის მაგივრად იაკობი ან დემნა გვასალია უნდა დაენიშნა.

პ.ს. დედის დღეს ვულოცავ დედებს.“