ირანელმა მოდელმა ქორწილი საქართველოში გადაიხადა

ირანელმა მოდელმა ქორწილი საქართველოში გადაიხადა23 წლის ირანელი მოდელი, მინა ჯეი, ჩვენი ქვეყნით განსაკუთრებულადაა მოხიბლული და აქ საკუთარი, პატარა სასტუმროც ჰქონდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სასტუმრო ბიზნესზე უარის თქმა მოუწია.

მინა საქართველოში პირველად რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად შეუყვარდა. მოდელობის პარალელურად, ის სამკაულების დიზაინერია. საქართველოში დახურული ბიზნესის მიუხედავად, ის ჩვენს ქვეყანაში რჩება და უფრო მეტიც, ქორწილიც აქ გადაიხადა.
მისი ქმარი, ცნობილი ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი კრისტოფერ გორდონია. ის ჰოლივუდში მუშაობს და არაერთი ჰოლივუდური სცენარის ავტორია.

რეიტინგი