მარიამ გაფრინდაშვილი – “სისხლისგან თუ ვიცლები, მესროლეს, დამჭრეს ან უკვე გვამი ვარ, სასწრაფო მარტო მაშინ მოდის?”

მარიამ გაფრინდაშვილი - "სისხლისგან თუ ვიცლები, მესროლეს, დამჭრეს ან უკვე გვამი ვარ, სასწრაფო მარტო მაშინ მოდის?"რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ჯანდაცვის სამინისტრო თქვენ ხართ ყველაზე უპასუხიმგებლო დაწესებულება ამ ქვეყანაში!!!ადამიანს აქვს სიცხე 39:7,თავის ტკივილი,ღებინება ,არის მძიმედ ვრეკავ 112-ში ვიძახებ სასწრაფოს და ოპერატორი უმშვიდესი ხმით მეუბნება რომ რამდენიმე საათი სასწრაფო ვერ მოვა რადგან პრიორიტეტი არაა ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები..ასევე მაძლევს რჩევას რომ პრეტენზიის შემთხვევაში დავუკავშირდე სამინისტროს ცხელ ხაზს -15-05 -ს.

დავრეკე სადაც ასევე უმშვიდესად მიხსნის ოპერატორი რომ დაგვიანების შემთხვევაში თბილისის მერიას უნდა მივმართო!!!!მაინტერესებს რა პრიორიტეტები გაქვთ?რა შემეთხვევაში მიდის სასწრაფო მისამართზე? ანუ სისხლისგან თუ ვიცლები,მესროლეს დამჭრეს ან უკვე გვამი ვარ??თქვენ არ ხართ ადამიანზე ორიენტირებულები ,თქვენ უბრალოდ ხართ უუნაროები!!!საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი”