ნათია ფანჯიკიძე – “ჩემთვის დედის დღე, დედა რომ მყავდა, ამის აღსანიშნავია”

ნათია ფანჯიკიძე - "ჩემთვის დედის დღე, დედა რომ მყავდა, ამის აღსანიშნავია"ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“დედის დღის მიმართ არაერთგვაროვანი განწყობა აქვთ ხოლმე, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ამბობს, – ყველა ქალი ხომ არაა დედა, მათ ხომ ეს დღე გულს სტკენსო. ერთი საქმეა, რომ დედად ყოფნა არჩევანიცაა, – ვისაც გაზრდი, იმის დედა ხარ, მაგრამ არც ამ არჩევანს მიმოვიხილავ. არასდროს მიფიქრია, რომ დედის დღე დედად ყოფნის დღესასწაულია. ჩემთვის ეს დღე, დედა რომ მყავდა, ამის აღსანიშნავია. დედა კი ყველას ჰყავს ან ჰყოლია, თუნდაც მხოლოდ ცხრა თვე, სანამ მისი სხეულის ნაწილი ვყოფილვართ. ხოდა დედის დღე საყოველთაო დაბადების დღის აღნიშვნასავითაა. ყველას დედას ერთად ვამხნევებთ, რომ მეტ-ნაკლებად დავაფასეთ, რომ გადაწყვიტეს ვყვარებოდით და თავიანთი ცხოვრების დრო დაეთმოთ ჩვენთვის.”