ნათია ფანჯიკიძე საავადმყოფოში მოხვდა – “მედი კლაბს ჩემი სიკვდილის არ სჯერა”

ნათია ფანჯიკიძე საავადმყოფოში მოხვდა - "მედი კლაბს ჩემი სიკვდილის არ სჯერა"ნათია ფანჯიკიძე საავადმყოფოში მოხვდა.

ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

“დავჯექ წერად ანდერძისად … და ვინ გაცდის? მედი კლაბს ჩემი სიკვდილის არ სჯერა. ვისაც გჯერათ, დარეკვის და შემოწმების გარეშე არც ხვალ არ მობრძანდეთ კამარაში ჩემთან, ცოტა ხანს აქ ვიკოტიალებ, როგორც თინუსა იტყოდა.
პ.ს. ისე მომწონს ეს ფოტო, ამის გადასაღებ -გამოსადებად ღირდა ტრიუკის გამეორება”

ამის მერე კი მან დაწერა:

“ავადმყოფის პოზაზე ხომ ისე ვგიჟდები, რომ არაფრით არ შემიძლია, არ გამოვაცხადო და არ ვიტრაბახო, მაგრამ კიდევ ერთი გადასარევი ამბავი მაქვს – ბავშვთა, მაშასადამე დენდელოზთა განყოფილებაში აღმოვჩნდი, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული დენდელოზი. იმ კინოში რობინ უილიამსი რომაა ბებერი ბავშვი, აიეგრე. იკვლევენ, პერიოდული რესტარტი ზედმეტი სიტკბოსგან მემართება, სიტკბოს ნაკლებობისგან, გულჩვილობისგან თუ უჭკუობისგან, მაგრამ რად უნდათ ეს ამდენი კვლევა, – ირაკლის აქვს ყველა პასუხი. ექიმი რომ ნებისმიერ ვარაუდს გამოთქვამს, – ნუ აბა რა იქნება, სიგარეტს ეწევაო, პასუხობს, რომ ვუთხრა, ავტობუსი დამეჯახათქო, სიგარეტს რომ ეწევი, აბა რა გეგონაო, მიპასუხებს.
მოკლედ სულ მომწონდა მედი-კლაბი და სულ სხვის სანახავად დავდიოდი და ძლივს თავად ვარ მეფესავით.”