რობერტ სტურუა – კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტეს

რობერტ სტურუა -  კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტესქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის დადგმულ სპექტაკლს “ბედი ქართლისა” სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა გოგი გვახარიასა და რამდენიმე თანამოაზრის მხრიდან, რასაც გადაცემას კი მიუძღვნეს “რადიო თავისუფლების” ეთერში. კრიტიკას ეხმიანება რეჟისორი რობერტ სტურუა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს.

“ყვარყვარეს” გამო დაჭერით მემუქრებოდნენ;
“კავკასიურის” გამო – მხსნიდენ;

“რიჩარდმა” ანონიმური წერილები გაგზავნა მოსკოვში, ЦК-ში და КГБ-ში;
“ლურჯი ცხენები” – ამიკრძალეს; ინტერვიუ გამოვაქვეყნე და – “თავისუფლების” ბელადმა, ვინმე სოვდაგარ-სააკამ გამაგდო;

“არაისტორიულმა ამბავმა” – ვითომ აღშფოთებული თანამემამულეები დაამშვიდა და ბედნიერებმა იარაღს სტაცეს ხელი და ნაცების და”თავისუფლების” ბრძანებით მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტეს! ჩემო ცაფირუზზურმუხტო, ტკბილად გააგრძელე უბადრუკი ძილი!”– წერს რობერტ სტურუა.

მარშალპრესი