თამარ ჩერგოლეიშვილი – „პრეზიდენტი გოიმი კი არა, არაადეკვატურია“

თამარ ჩერგოლეიშვილი - „პრეზიდენტი გოიმი კი არა, არაადეკვატურია“„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ფეისბუქ გვერდზე წერს:

„საქართველოს პრეზიდენტი იმას რომ ხვდებოდეს, ოფიციალურ ვიზიტზე ქურქით სიარული რატომაა ველურობის დასტური, არც იმას იტყოდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა.

მეათასეხარისხოვანია პრეზიდენტის გემოვნება.

მაგრამ პირველხარისხოვოანია მისი ადეკვატურობა.

არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან “ცხოველთა უფლებები”!

უფრო მეტიც – არ არსებობს ცხოველთა უფლებები, უფლებას პასუხისმგებლობა განაპირობებს, რაც ცხოველებს არ გააჩნიათ.

სამაგიეროდ არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურა (და საღი აზრიც), რაც ცხოველებზე სისასტიკეს, მათი ბეწვით შემოსვის მიზნით, არაადეკვატურს ხდის.

პრეზიდენტი, რომელიც ამ კონიუნქტურას ანგარიშს ვერ/არ უწევს (თუნდაც რომ არ ეთანხმებოდეს), არის სახიფათო, არა [იმდენად] იმიტომ რომ გოიმია, არამედ იმიტომ, რომ არაადეკვატურია.

მისი არაადეკვატურობით არის განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები – მათ შორის ცხინვალის დაბომბვაზე.

აი ეს კავშირია “შუბასა” და ომის დაწყებაზე გაკეთებულ, მავნებლურ განცხადებებს შორის.