თემურ ჭკუასელი – მორიგი პოეტი „ქართული ოცნებიდან“

თემურ ჭკუასელი - მორიგი პოეტი „ქართული ოცნებიდან“არჩილ თალაკვაძის შემდეგ, კიდევ ერთი დეპუტატის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თემურ ჭკუასელის პოეზია გავრცელდა სოციალურ ქსელში.

“როცა სარკეები აღარ იღიმიან” – ასე ჰქვია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თემურ ჭკუასელის წიგნს, რომელიც ორ რომანს, რამდენიმე ნოველას და ლექსებს აერთიანებს.  წიგნის პრეზენტაცია 2017 წელს გაიმართა.

“გადამებელა სურვილები და ვეღარ ვხვდები,

ღამის ფიქრების უამინდობა რისი ბრალია

დაბერებულან ჩემი დარგული გზები და ბზები

ისევ ქარია, ქუთაისში ისევ ქარია”.

ეს არის ამონარიდი თემურ ჭკუასელის წიგნიდან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში უმრავლესობის  ლიდერის არჩილ თალაკვაძის ლექსი გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა, თალაკვაძეს ლექსების კრებული 2004 წელს აქვს გამოცემული. გუშინ კი ლანჩხუთის მუნუციპალიტეტის მერის ზაზა ურუშაძის ლექსიც გამოქვეყნდა.

2020ნიუსი