ზურაბ გურული – ”საქართველო უმომავლო ქვეყანაა… 2012 წელს ოფიციალურად გახდა ბანდიტური კარტელი”

ზურაბ გურული - ''საქართველო უმომავლო ქვეყანაა... 2012 წელს  ოფიციალურად გახდა ბანდიტური კარტელი''ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

”ცხადია მავანნი ამ სტატიაზეც დაიწყებენ ღლიცინს, არადა ფაქტობრივი დადასტურების გარეშეც აშკარაა, რომ საქართველოში ლეგიტიმურ ბიზნესს არ დაედგომება. ქვეყანა აგებულია პოსტსაბჭოთა ბანდიტურ, ნაძარცვ კაპიტალზე და მათი მფლობელები ბიზნესმენები კი არა, კრიმინალები და პარაკრიმინალებია. სახელმწიფოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში ისინი ვერავინ მოაქცია; იმ 9 წლის განმავლობაში თითქოს იყო მცდელობა, მაგრამ ეს მცდელობა საბოლოოდ შანტაჟის და სახელმწიფო რეკეტის კატეგორიაში გადავიდა და ლოგიკურად კიდევ უფრო მეტი კრიმინალი და პარაკრიმინალი წარმოშვა, რომელთა გაერთიანებული ძალისხმევითაც 2012 წელს საქართველო უკვე ოფიციალურად გახდა ბანდიტური კარტელი, შესაბამისი ბიოგრაფიისა და რეპუტაციის მქონე ლიდერით.
სწორედ ამ მიზეზის გამო არის საქართველო უმომავლო ქვეყანა, სადაც არ დაედგომება მასშტაბურად მოაზროვნე პატიოსან ადამიანებს.

ეს სტატია ფაქტიურად ხმამაღალი გამოძახილია იმ რეალური რეპუტაციისა, რაც საქართველოს ამჟამად აქვს საერთაშორისო ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში”, – წერს ზურაბ გურული.