“არ დავიღალეთ ამ ბრექით და უსაჯდომო მუქარით?!.. ჩავიდეთ გარეჯში და ცოცხალ ფარად ავეფაროთ სამშობლოს!”

"არ დავიღალეთ ამ ბრექით და უსაჯდომო მუქარით?!.. ჩავიდეთ გარეჯში და ცოცხალ ფარად ავეფაროთ სამშობლოს!"ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საპროტესტო აქციას აანონსებს:
“არ დავიღალეთ ხალხო, ამ ბრექით და უსაჯდომო მუქარით?! გარეჯს გვტაცებენ და ფეისბუქზე გინებით “ვაშინებთ” მტაცებელთ?!

მე ასეთი წინადადება მაქვს: აღდგომას მოვილოცოთ, ორშაბათს ჩვენს მიცვალებულთა საფლავებს პატივი მივაგოთ და სამშაბათს, თუ ხელისუფლებას არ ეყოფა ღირსება და ვაჟკაცობა დაძაბულობის განეიტრალების, მაშინ ერის შვილები, ვისაც მამულისთვის გული გვერჩის, შევიკრიბოთ, ჩავიდეთ გარეჯში და ცოცხალ ფარად ავეფაროთ სამშობლოს!
რად უნდა ამას ამდენი ჭიჭყინი სოც.ქსელში?!
წინადადება მაქვს შეკრების ადგილად დავთქვათ რიყე და იქიდან დავიძრათ!

აბა, მეომრებო, ჩოხოსნებო, გულდამწვარო მამულიშვილებო, ქრისტეს რჯულის მცველებო, თამადებო, ფეისბუქის ბლოგერებო, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველო პოლიტიკოსებო…, დავანებოთ თავი ზედმეტ ლაი-ლაის, შევიკრიბოთ და ჩავიდეთ გარეჯში!
კარგად გამოჩნდება რამდენნი ვართ ადამიანები, ვისაც მამულისთვის,ქრისტესათვის მართლა გვიძგერს გული!

აბა, ვინ მოდიხართ?!”,- წერს ირაკლი შიხიაშვილი.