ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე – “მივადექი – მეთქი, რას გვაბოლებ. ნეტა შენო, შენ გარდა ვინ გაიგებსო”

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე - “მივადექი – მეთქი, რას გვაბოლებ. ნეტა შენო, შენ გარდა ვინ გაიგებსო”ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ბახტაძეს უთქვამს, წლის ბოლოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე რომ ხდება საქართველო ჩვენი ხელისუფლების რეფორმების აღიარებააო.

ვირეშმაკა ბრიყვი   – ანბანით მოგვიწია. ახლა ფინეთია. ABCDEF-G-Georgia. (მაისში და ნოემბერში იცვლება, მაისში საფრანგეთი გახდება, ნოემბერში საქართველო)

ადრე, 90 – იანი წლების ბოლოს, დიდი დიმპიტაური ატყდა სამშობლოში, მიშა სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდაო.

მეც მიხაროდა.

ოღონდ, თან ამ დროს ევროპის საბჭოს კონკურისისთვის ვემზადებოდი (პირველი ვაკანსია გამოაცხადეს საქართველოს მოქალაქეებისთვის) და ვკითხულობდი ამ ორგანიზაციაზე. (გავიმარჯვე)

აღმოვაჩინე, რომ საპარლამენტო ასამბლეას 18 ვიცე-პრეზიდენტი ყავს და სააკაშვილიც მათ შორისაა – ოღონდ, ანბანით მოუწია მასაც.

მივადექი – მეთქი, რას გვაბოლებ

ნეტა შენო, შენ გარდა ვინ გაიგებსო.

ერთი მხრივ მართალი იყო, თუ იკადრებდი – ინტერნეტი ერთეულებს გვქონდა. ვერავინაც ვერ გაიგო. მისი მეთოდი, იმ დროს ჭრიდა. ახლაც ეგ მეთოდი აქვს – რუსთავი ორით აყენებს ბუღს. ოღონდ ისე ვეღარ ჭრის – მოძველდა.

ახლა ინტერნეტი თითქმის ყველას გვაქვს

(მერე რეზო ადამიაც იყო და გიგა ბოკერიაც – ნუ ადამიანების მოტყუება ამათ თვისებებში არ შედიოდა და არც firework-ები უსვრიათ).