დიმიტრი ლორთქიფანიძე – ”სახეზეა ჩემი შვილის, თათიას, მორალური მკვლელობის ფაქტი!”

დიმიტრი ლორთქიფანიძე - ”სახეზეა ჩემი შვილის, თათიას, მორალური მკვლელობის ფაქტი!”დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფეისბუქში დაწერა:

”S O S !!! დღეს, 6 აპრილს, ბათუმში სტარტს იღებს ევროჩემპიონატი ძალოსნობაში. ქალთა ნაკრებს ამ წუთამდე წარმოადგენდა ევრო 2018 ბრინჯაოს მედალოსანი, ჩემი ქალიშვილი თათია ლორთქიფანიძე,რომელიც ვერიფიკაციის პროცესში , 5 აპრილს მოხსნილი იქნა ასპარეზობიდან პირადი ანგარიშსწორების ნიადაგზე, ქალთა ნაკრების მთ. მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მიერ,რომლის წინააღმდეგაც თათიას ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე არა ერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი შევიწროებისა და აგრესიის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით! რეაქციამაც არ დააყოვნა და დღეს თათია ვეღარ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ გამოვა ვერც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2020 წელს.

რეალურად, სახეზეა სპორტსმენის მორალური მკვლელობისა და სახელმწიფო საბოტაჟის ფაქტიც, რადგან თათია ითვლებოდა ჩემპიონატის ფავორიტად. მე ვაპირებ სასამართლოში დავიცვა მისი უფლებები. მივმართავ ასევე Ombudsman, დროულად ჩაერიოს პროცესში. პირადი მწვრთნელი, გელა მახარაშვილი იქნება მოწმე ყველა იმ უმსგავსობისა რასაც თათიას წინააღმდეგ სჩადიოდნენ ფედერაციის მესვეურები. მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ ძალოსნობის ფედერაციას და განათლების სამინისტროს სპორტის მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებს!”