გელა მთივლიშვილი მიხა პაპაზე – ”საავადმყოფოში რომ მივედი, ტკივილისგან სახე შეჭმუხნული ჰქონდა. არავის უყურებდა”

გელა მთივლიშვილი მიხა პაპაზე - ”საავადმყოფოში რომ მივედი, ტკივილისგან სახე შეჭმუხნული ჰქონდა. არავის უყურებდა”გელა მთივლიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

”საავადმყოფოში რომ მივედი, ტკივილისგან სახე შეჭმუხნული ჰქონდა. არავის უყურებდა.

მიხა, როგორ ხარ მეთქი.

ეგრევე გაფართოებული მზერა მომაპყრო (ხმა იცნო).

ხელი ჩამჭიდა და დიდხანს აღარ გამიშვა…

ახლა დუშეთის საავადმყოფოშია. ვეცდებით, კომპლექსური კვლევებისთვის და სხვა პრობლემებიც აქვს, მასზე რეაგირებისთვის, როგორმე მისი თბილისში გადმოყვანა მოვახერხოთ.

მადლობა ყველას, ვინც გამოგვეხმაურა მიხა პაპას დახმარებისთვის. ათობით ახალგაზრდას, ვინც მზად იყო, ხელით ჩამოგვეყვანა ავადმყოფი; სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს სამმართველოს ხელმძღვანელებს, სასაზღვრო პოლიციას, სამაშველო სამსახურს, მაშველებს, მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსს თემურ მონიავას, დუშეთის სასწრაფოს და ბარისახოს ექიმს, ქალბატონ მაკას; ბარისახოში მერის წარმომადგენელს, მზექალა არაბულს.

განსაკუთრებული მადლობა გენადი არაბულს, წინდახედულ კაცს! ის რომ არა, ამბავი რომ არ ჩამოეტანა თოვლიანი ხევსურეთიდან, გზას გაწმენდა ამ დრომდე რომ ვერ აღირსეს, ვერაფერს გავიგებდით.”