პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას სახელი შეეცვალა და ცერემონიების რეზიდენცია დაერქვა.
ჟურნალისტი მერაბ მეტრველი სოციალურ ქსელში წერს:
„ადრე ივანიშვილი ამბობდა, ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ძვირი ჯდება, არ შეესაბამაება პრეზიდენტის სიმბოლურ ფუნქციებს ასეთი დიდი ფართი და ამიტომ უნდა გადავიდეს იქიდან პრეზიდენტიო. ახლა კი სახელმწიფომ ორი სასახლე უნდა შეინახოს – ათონელის, როგორც პრეზიდენტის და ავლაბრის, როგორც ცერემონიების. ამას ქვია ეკონომია!“

