ლიკა ქორქიამ ფეისბუქში დაწერა:
“ისედაც ბნელი და გაყინული ზამთარი კიდევ უფრო გაიყინა ჩემი მეზობლის განწირული ყვირილით- უშველეთ ,დაეხმარეთ, კვდება…
მე და ანი ფანჯარასთან მივარდით ფეხის წვერებზე ავიწიეთ და გადიდებული თვალებით ვაკვირდებოდით როგორ იბანდა სახეს ეზოს ონკანზე სისხლში სრულიად ამოსვრილი ადამიანი. ისეთი ნაწამები, ვერ გაარჩევდით ქალი იყო თუ კაცი.
ბებიამ კარი გააღო და ხმამაღლა დაუძახა -მოდი შვილო , დროზე მოდი სანამ გიპოვნეს.
ვინ ხარ? რას გერჩიან?
-ზვიადისტი ვარ დეიდა ,მხედრიონი მომდევს.
ბებია და ჩვენი მეზობელი ქალბატონი ციცინო არარეალური სისწრაფით უმუშავებდნენ ჭრილობებს ,უხვევდნენ გადაჩეხილ თავს და ხორცისგან დათლილ ხელებს.
ბაბუას ტანსაცმელი ანიმ გამოიტანა ,მე სიჩქარით და დაბნეულობით ცალცალი ფეხსაცმელი მოვარბენინე, ჩაიცვა და გაჭირვებით მეორე გასასვლელიდან გაიპარა.
-ის მაიმც მითხარი ვინ ხარ შვილო ?მიაძახა ბებიამ
-ზვიადისტი ვარ დეიდა ,თუ გადავრჩი მოვალ.
სანამ ვუყურებდით როგორ გარბოდა, ეზოში სროლისა და ყვირილის ხმა გაისმა. სისხლის ნაკვალევს გამოყვნენ და ჩვენს სახლთან დაახლოებით ოცი შეიარაღებული ადამიანი მოვიდა. სახლი მთლიანად ააყირავეს, ყველაფერი გადმოყარეს ,რაც მოეწონათ წასაღებად გაამზადეს.
– ვინ არის ეს ბიჭი სურათზე?(ერთერთმა ჰკითხა ბებიას )
– ბიძაშვილია ჩემი…
– ჩემი მეგობარი იყო ,ერთდ ვიბრძოდით აფხაზეთში ,დადეთ ყველაფერი და წავედით ამ სახლიდან. გასცა ბრძანება და გავიდა….
-ბებია ვინ იყო ის ბიჭი ?
-ზვიადისტი
-ვინ არიან ეს კაცები ?
-მხედეიონელები შვილო.
-და ვინ არის ზვიადი?
როცა გაიზდები მოგიყვები და იამაყებ.
იმის მერე რამდენი რამ მოხდა: შევარდნაძის და მისი მთავრბის უბედური საქართველო; სააკაშვილის კენგურუს ნახტომი -ბნელი თბილისიდან სინათლის ქალაქამდე(დიდ პროგრესით და ბევრი შეცდემებით);
ოცნების 8წელი რომლის ახდენილ ოცნებებსაც უკეთ შემდგომში შევაფასებთ.
იყო ომი ,მშვიდობა ,შიში, სიყვარული,ტკივილი, სიხარული და მაინც ყველაზე ამაღლებული და დიდებული გრძნობა თავისუფლების. გილოცავ პრეზიდენტო ✨”

