მევლუდ მელაძე –  “დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული ჩემი ნიკუშა მიწას მივაბარე…”

მევლუდ მელაძე -  "დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული ჩემი ნიკუშა მიწას მივაბარე..."16 წლის ნიკა ჯორჯაძის დაღუპვას მევლუდ მელაძემ ფეისბუქში ასეთი პოსტი მიუძღვნა:

ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია ? უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია ? ?? დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე ??? მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას ???”

ეკა ხოფერია – ”ღმერთო, მიეცი ძალა სალომეს და მევლუდს, არ მოკვდნენ ამ დიდი განსაცდელისგან….”