“პატრულმა გაგვაჩერა, ჯერ მანქანა გაჩხრიკა, მერე ჩანთები. ამის უფლება აქვთ?”

ნიკა როსტომაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“გუშინ პატრულმა გაგვაჩერა. (არ დაგვირღვევია არაფერი), გადმოგვიყვანეს მანქანიდან, გაგვჩხრიკეს ჯერ ჩვენ, მერე მანქანა სრულად, მერე ჩვენი ჩანთები სრულად. ყველაფერი ამოიღეს და დაათვალიერეს. რომ ვერაფერი იპოვნეს, ჩურჩხელის გარდა , დაგვემშვიდობნენ, წავიდნენ.

რავიცი, იცოდეთ, რომ ასეთები ხდება.
იურისტებთან კითხვა მაქვს – ამის უფლება აქვთ? არაფერი აუხსნიათ ან ჩხრეკის ორდერი და ა.შ. ეგრევე საქმეზე გადავიდნენ.

მე ძალიან მეჩქარებოდა და ვარჩიე დავმორჩილებოდი თორემ ამათთან კამათი შემაყოვნებდა და საქმეს გამიფუჭებდა. ჰოდა ახლა აქ იმიტომ ვკითხულობ.”

დატოვეთ თქვენი კომენტარი