„ქვეყანაში ჰესები ასაშენებელია, ხელისუფლებას არა აქვს ხალხის ნდობა“

„ქვეყანაში ჰესები ასაშენებელია,  ხელისუფლებას არა აქვს ხალხის ნდობა““მცირე ზომის, 5 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური არის წვეთი ზღვაში ჩვენს ენერგოსისტემაში.
5 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურმა, თუ იგი ყველა საჭირო მოთხოვნის დაცვით აშენდება, არ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს გარემოს.

დიალოგისა და ურთიერთგაგების შემთხვევაში, პანკისში ეს პრობლემა მოგვარებადი იყო.
თუ ვერ იქნებოდა კომპრომისი მიღწეული, მრავალი ფაქტორის, მათ შორის ამ კუთხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავრობა უნდა წასულიყო დათმობაზე და სანამ ხალხი არ დათანხმდებოდა, ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო.

ქვეყანაში ჰესები ასაშენებელია.

ხელისუფლებას არა აქვს ხალხის ნდობა და არა აქვს პოლიტიკური ნება. ასეთ ვითარებაში ვერცერთი საჭირო პროექტი ვერ განხორციელდება. ამიტომაა, რომ ასეულ მილიონობით დოლარი დაიხარჯა ამ ექვსნახევარ წელიწადში ელექტროენერგიის იმპორტზე და დენის ექსპორტიორი ქვეყანა მისი შემომტანი გახდა.

მოთმინების ნაცვლად მშენებლობის პროცესის დაჩქარება და სპეცრაზმის შეყვანა უგუნური ნაბიჯი იყო”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.