“ქართული ოცნების” PR სამსახურის ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ამბობს, რომ “გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ერთი ყავდათ კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირ”.
“მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ! კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი? მესმის – ტროლები, მესიჯები, ბოტები, ქარხნები, ვიდეოები, ფაბრიკები, ფეისების ეთერებში გაგზავნა ან აკრძალვა, კიბერთავდასხმები, შავი პიარი და თეთრი ხელთათმანი, მაგრამ მთლად საქართველოს პარლამენტს თუ ვმართავ წლებია – მაღიარეთ, მაღიარეთ თქვე …”- წერს ყანდიაშვილი.

