“მეფე გაიქცა, საქართველო თავისუფალია”, – ასე ეხმიანება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საქართველოდან წასვლას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. დღეს ცნობილი გახდა, რომ სკანდალში გახვეულმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა.
ინფორმაცია მედიას მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ მიაწოდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი მადრიდში წავიდა, რადგან დედის ავადმყოფობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

