შალვა ნათელაშვილი – „პანკისში ძალადობა წარმოადგენს ივანიშვილის პრო-პუტინისტური რეჟიმისა და რუსეთის სპეცსამსახურთა ერთობლივ პროვოკაციას“

შალვა ნათელაშვილი - „პანკისში ძალადობა წარმოადგენს ივანიშვილის პრო-პუტინისტური რეჟიმისა და რუსეთის სპეცსამსახურთა ერთობლივ პროვოკაციას“„პანკისის ხეობაში, მშვიდობიან მომიტინგეებზე, ქრისტიანულ ბზობა დღეს, განხორციელებული ძალადობა წარმოადგენს ივანიშვილის პრო-პუტინისტური რეჟიმისა და რუსეთის სპეცსამსახურთა ერთობლივ პროვოკაციას, რათა საქართველოში ვითარების აფეთქებიდან გამოწვეული დესტაბილიზაციით, ოლიგარქატმა გაიხანგრძლივოს ქვეყნის საძარცვავად ძალაუფლებაში ყოფნის ვადა ხოლო კრემლმა მიიღოს აქტიურ საოკუპაციო მოქმედებათა დამატებითი ლიმიტი.

მოვითხოვთ ამ დანაშაულებრივი ოპერაციის ორგანიზატორთა დასჯას, სპეცნაწილების გამოყვანას ხეობიდან და დამანგრეველი ჰესების მშენებლობებზე სამუდამო მორატორიუმს. ჩვენი სოლიდარობა პანკისელებს!!!“ -წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.