თემურ თათარაშვილი – „ბატონო ბიძინა, მირჩიეთ რამე… მე ფულს არ ვითხოვ, მე სამსახური მინდა, რომ ოჯახი შევინახო“

თემურ თათარაშვილი - „ბატონო ბიძინა, მირჩიეთ რამე... მე ფულს არ ვითხოვ, მე სამსახური მინდა, რომ ოჯახი შევინახო“მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში წერილს წერს და ბიძინა ივანიშვილს რჩევას სთხოვს.

“ჩემი მეგობრები ბევრი მეუბნება არ დაწერო რუსეთუმედ მოგნათლავენო მაგრამ არ დავიჯერე და ვწერ არაფერი არ მაქვს დასამალიც მეგობრებისგან და მაინც ვწერ.
მოკლეთ ორი წელია დავბრუნდი საქართველოში და ამ მანძილში ვერ ვიშოვე სამსახური. ეხლა კი თქვენ მოგმართავთ . რა ვქნა დავბრუნდე მოსკოვში? აქ არ გჭირდებით? ბატონო ბიძინა მირჩიეთ თქვენც რამე თუნდაც ჩემი ოჯახის ხათრით, მე ფულს არ ვითხოვ მე სამსახური მინდა რომ ოჯახი შევინახო, დავტოვო ისევ იძულებით საქართველო?ვისაც შესტკივა გული მათთან მაქვს ეს კითხვა. იქნება ის მიშლის ხელს ციხეში რო ვიჯექი? მაინტერესებს და იქნება ერთმა ვინმემ მაინც მითხრას რა ვქნა გავიქცე? უშველო ისევ თავს როგორც 2006 გამაქციეს?ცოტა არ იყოს ნერვებზე ვარ და ალბათ ამიტონაც ვწერ ამ საშინელ პოსტს !!”- წერს თათარაშვილი.

ნიუპოსტი