ტოლმა ვაზის ფოთოლში

ტოლმა ვაზის ფოთოლში ინგრედიენტები:
1 კგ. საქონლის ხორცი ან შერეული
100 გრ. ბრინჯი
4 თავი ხახვი
500 გრ. არაჟანი(ან მაწონი)
ვაზის ფოთოლი
მარილი და პილპილი
1 კონა ქინძი
1 კონა ოხრახუში
უცხო სუნელი
ხმელი ქინძი
4 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

საქონლის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ასევე გაატარეთ ხახვი, მწვანილები და ნიორი. გატარებული ინგრედიენტები თასში მოათავსეთ და მარილი, პილპილი და სუნელები დაუმატეთ. შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი. კარგად აურიეთ.
ვაზის ფოთოლი გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და მალევე ამოიღეთ წყლიდან, გაშალეთ და გააცივეთ.
ხორცის პატარ–პატარა გუნდები ვაზის ფოთოლში გაახვიეთ. ქვაბის ძირში რამდენიმე ვაზის ფოთოლი ჩააფინეთ და ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ. დაასხით მარილიანი წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. როცა მოიხარშება, ამოიღეთ ლაგარზე და მოასხით მაწონი ან ანაჟანი.