წადი! – პროტესტი სოციალურ ქსელში

წადი! - პროტესტი სოციალურ ქსელშიმას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტს მიღებაზე, 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპული თამარ ჭოველიძის სახელი და გვარი არ უხსენებია, ასევე შეეშალა ეკა ბეჟანიშვილის გვარი, სოციალურ ქსელში საპროტესტო კამპანი დაიწყო.

“ფეისბუქზე” გამოჩნდა პრეზიდენტის ფოტოსურათი წარწერით – წადი!.

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა სიის წაკითვისას ეკა ბეჟანიშვილის გვარი შეცდომით წაიკითხა. 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედა პრეზიდენტის მიღებაზე საერთოდ არ დაპატიჟეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტს მიღებაზე 9 აპრილს სიის კითხვისას თამარ ჭოველიძე საერთოდ დაავიწყდა, რის გამოც, მიღება თამარ ჭოველიძის მამამ, პროტესტის ნიშნად, დატოვა და ისიც განაცხადა, რომ მიღებაზე მისთვის სკამიც კი არ იყო გათვალისწინებული.

პირველი რადიო