ცოტნე გამსახურდია – ”გენაცვალეთ, ქისტებო, ნეტავ მთელ საქართველოში ეგეთი ერთობა ჰქონდეს ხალხს…”

ცოტნე გამსახურდია - ”გენაცვალეთ, ქისტებო, ნეტავ მთელ საქართველოში ეგეთი ერთობა ჰქონდეს ხალხს...”ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

”ამ ნათია თურნავას რომ ვუყურებ, ყოველთვის კონცლაგერის თანამშრომელი ქალები მახსენდებიან. აქეთ რკინის კაცუნა გახარია, იქეთ – ფრაუ თურნავა, რა ხეირსაც დაგაყრით ამ პოლიტიკურ ბანკროტობის პერიოდში, ქოცებო, აღდგომა და ხვალეო!

სოლიდარობა ჩვენს პანკისელ ძმებს!

მონღოლების გადავლილს რომ დაამსგავსეს ყაზბეგი და ზემო აჭარა ამ ფულის მრეცხავმა, ხელისუფლებასთან შეკრულმა ბიზნესებმა, ესაა ქვეყნის ინტერესი?! ქვეყნის ინტერესია, რომ ეკოსისტემას და მოსახლეობას წყალი და მდინარე წაართვა?! წლიური ხუთი მეგავატის გამო, ოფიციალური ვერსიით, სოფლები საბოლოოდ ალაზნის გარეშე უნდა დატოვონ?! დიახ, ეკოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად ეკუთნის, და სწორედ ამიტომ არ უნდა ავაოხრებინოთ პანკისი მათ, ვინც ქვეყანაზე ზრუნვას იბრალებს.

გენაცვალეთ, ქისტებო, ნეტავ მთელ საქართველოში ეგეთი ერთობა ჰქონდეს ხალხს…”